03 მაისი 2024,   18:47
ვრცლად
გატაცებული სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია ნიუ-იორკში

ნიუ-იორკში, საქართველოს საელჩოსთან, გატაცებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის, მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აშშ-ში ქართველი ემიგრანტები, ოსორაულის ახლობლები მთავრობას კონგოში გატაცებული ქართველი მფრინავის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ წარმოშობით თუში მფრინავი კონგოში ტყვედ ჩავარდა. საქართველოს დიპლომატიური კორპუსი კონგოს მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, სოსო ოსორაულთან კავშირი გაწყდა და მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გახმაურებულა.

დღეს ქართველი მფრინავის მხარდამჭერი აქცია თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთანაც გაიმართა. აქციის დროს სამართალდამცველებმა 2 მონაწილე დააკავეს. ოსორაულის ახლობლები კი საგარეო უწყებაში მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ, რომელმაც ოჯახის წევრებს მის ხელთ არსებული ინფორმაცია გააცნო.

 

 

აქციის ფოტო რუსთავი2-ს ზაქარია ჭელიძემ მიაწოდა. ყველა ფოტოს სანახავად გადადით ბმულზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები