18 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
"მამა გიორგის უნდა უწმინდესს რაღაც ისეთი კონფიდენციალური ინფორმაცია მიაწოდოს, რაც აუცილებელია," - მამა მიქაელ ბოტკოველი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმამამა გიორგი მამალაძის ნათესავებსა და პატრიარქს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პატრიარქს ეყოლება მისი ნდობით აღჭურვილი ორი სასულიერო პირი და თუ სურვილი ექნება მამა გიორგის ისინი შეასრულებენ შუამავლის ფუნქციას.

“იმ განცხადებების გამო, რომელიც მან გააკეთა საპატრიარქოს თანამდებობის პირების მისამართით, მეუფე იაკობმა მას დაადო ეპიტემია, რომელიც ისევ უნდა მოუხსნას მღვდელმთავარმა. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა შედეგი დადგება სასამართლო პროცესების შემდეგ. მამა გიორგის უნდა უწმინდესს რაღაც ისეთი კონფიდენციალური ინფორმაცია მიაწოდოს რაც აუცილებელია, რომ პატრიარქმა იცოდეს. ამიტომ, პატრიარქი თავისი ნდობით აღჭურავს აი ამ ორ სასულიერო პირს, მამა დავითს და მამა კახაბერს და შევლენ ისინი საპატიმრო დაწესებულებაში და თუ სურვილი ექნება მამა გიორგის ისინი შეასრულებენ შუამავლის ფუნქციას,“ - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

დღის ამბები