ამ წუთებში ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულების მექანიზმებზე მსჯელობენ. ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ.
საუბრის თემა ეხება ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებზე კონტროლის და ზედამხედველობის გაუმჯობესებას. ამის მიხედვით, მთავრობის ანგარიშვალდებულება უნდა გაიზარდოს პარლამენტის წინაშე, რათა გამოტანილი გადაწყვეტილებები ეფექტიანად აღსრულდეს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას, განცხადებით, 65 გადაწყვეტილებაა აღსრულებული, რაც მისასალმებელია.
„ჩვენ გვაქვს უკვე 65 გადაწყვეტილება აღსრულებული და მხოლოდ 35 არის პროცესში, რაც არის კარგი მაჩვნებელი... საქართველო უკვე მოიხსენიება იმ საუკეთესო ქვეყნებს შორის, რომელსაც აქვს საკანონმდებლო მექანიზმი პარლამენტის კონტროლი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე,“ - აცხადებს ეკა ბესელია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში უკვე არსებობს ჩანაწერი გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით.
„სისხლის სამართლის საპროცესო, ისევე სამოქალაქო საპროცესო კაჯნონმდებლობაში ჩვენ უკვე კარგა ხანია, გვაქვს ნორმა გადაწყვეტილებების აღსრილებასთან დაკავშირებით, როდესაც კონკრეტული საქმე სახელმწიფოს წინასაღმდეგ დამთავრდა მოქალაქის გამარკჯვებით,“ - აცხადებს ნინო გვენეტაძე.