საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.4 მაგნიტუდა იყო.
ეპიცენტრი კახეთში, ლაფანყურთან ახლოს დაფიქსირდა. მიწისძვრა, დაახლოებით, 15:53 წუთზე მოხდა.