18 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
ბათუმში შტორმის შედეგად ზღვამ 2 ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცა

ბათუმში შტორმის შედეგად ზღვამ 2 ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცა და მაშველებმა მათი გამოყვანა მხოლოდ სკუტერის დახმარებით შეძლეს.

ყველაზე რთული სიტუაცია ამჟამად ბათუმში "ანბანის კოშკთან" და სასტუმრო „კემპინსკთანაა“. ზღვაზე 5 ბალიანი შტორმია, რის გამოც ბანაობა აკრძალულია.

„დღეისათვის აჭარის აკვატორიუმში დაფიქსირდა 5 ბალამდე შტორმი. დაწყებული სარფიდან, დამთავრებული ჩოლოქამდე, შავი ზღვისპირეთში აღმართულია წითელი ალმები, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბანაობა სარისკოა და აკრძალულია. საშტორმო მდგომარეობის მოხსნას სავარაუდოდ ზეგიდან ველოდებით,“ - აცხადებს აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე, მამუკა თურმანიძე. 

დღის ამბები