18 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
გადარჩენილი ადამიანები და გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფელი - სტიქია დასავლეთ საქართველოში

დასავლეთ საქართველოში ძლიერმა სტიქიამ კრიტიკული ვითარება შექმნა. მაშველებმა ბათუმში 5 ადამიანი გადაარჩინეს. აჭარაში დილიდან ხუთ ბალიანი შტორმია. ახალგაზრდები ძლიერმა ტალღებმა ნაპირიდან შორს გაიტაცა. მიუხედავად გამაფრთხილებელი წითელი დროშებისა, დამსვენებლები წყალში მაინც შედიოდნენ.

დღეს მაშველებმა წყალში ჩარჩენილები გადაარჩინეს სამეგრელოშიც. ჩხოროწყუს რაიონის სოფელი ხაბუმეში, მოულოდნელად ადიდებულმა მდინარე ხობისწაყლმა გზა წაიღო, რის გამოც ორი ადამიანი მდინარის შუაგულში მოექცა. მათი გამოყვანა მხოლოდ ბათუმიდან ვერტმფრენის გამოძახების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

სტიქიას ებრძვიან რაჭაშიც. გარესამყაროს მოწყვეტილია ონის რაიონის სოფელი ღები. ადიდებულმა მდინარემ სოფლამდე მისასვლელი გზა და ხიდები წაიღო. სტიქიის გამო აღდგენითი სამუშაოები ჯერჯერობით ვერ იწყება.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე, ემა გოგოხია. 

დღის ამბები