18 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
არჩევანი სკოლის არსებობასა და 7 მასწავლებელს შორის - სოფელ აბასთუმანს სკოლის გარეშე დარჩენა ემუქრება

სოფელ აბასთუმანში შესაძლოა ერთადერთი სკოლა დაიხუროს, მიზეზი კი შენობის მფლობელია, რომელიც ჯეჯელავას უწყებას სკოლიდან მისთვის არასასურველი 7 მასწავლებლის გაშვებას აიძულებს და შენობის ქირის ფულს სთხოვს.

მასწავლებლები სამსახურიდან გაშვების მოლოდინში არიან. დაპირისპირება მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც სკოლის შენობის მეპატრონემ 7 მასწავლებლის გათავისუფლება მოითხოვა. სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების უმეტესობამ პედაგოგების გაშვებას მხარი არ დაუჭირა. პედაგოგები თვლიან, რომ დირექტორი მას შემდეგ უსაფუძვლო შენიშვნებს ამ მიზეზით აძლევს.

შენობა, რომელშიც წლებია აბასთუმნის საჯარო სკოლა მუშაობს, მისი მეპატრონის, გენადი ენდელაძის მონაყოლით, წინა ხელისუფლების დროს იძულებით დაათმობინეს, რამდენიმე თვის წინ კი სასამართლოს ძალით შენობა დაიბრუნა. მფლობელი ახლა აცხადებს, რომ ეს პედაგოგები მაშინ მისთვის ქონების ჩამორთმევას და სახელმწიფოსთვის გადაცემას მხარს უჭერდნენ. გენადი ენდელაძე სკოლის მუშაობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი სკოლას მისთვის არასასურველი პედაგოგები დატოვებენ.

სკოლის დირექტორი ახლა არჩევანის წინაშე დგას, მან გადაწყვეტილება სოფელში სკოლის არსებობასა და 7 მასწავლებლის სამსახურში დატოვებას შორის უნდა მიიღოს. ის ამბობს, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

თუკი შენობის მფლობელის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მაღალმთიანი სოფლის 65 მოსწავლეს განათლების მიღება მეზობელ სოფელში, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მოუწევთ.

დღის ამბები