ინდოელი ბიზნესმენი საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ განმარტებებს ახლა უკვე საქართველოს პრეზიდენტისგან ითხოვს. აკბარ ქურეშის ადვოკატი შესაბამისი განცხადებით დღეს მიმართავს ქვეყნის პირველ პირს. მანანა აფხაძე იმ მიზეზების დასახელებას ელოდება, რის გამოც ვერ შემოვიდა ინდოელი ბიზნესმენი საქართველოში.
"ინფორმაცია, რომელსაც შესაძლოა ქართული მხარე საჭიროებს, მოპოვებული მაქვს. ეს არის დოკუმენტაცია ჩემი საქმინობისა და საქართველოსთან ჩემი კავშირების შესახებ და მოიცავს ინფორმაციას საქართველოში ჩემი ვიზიტების თარიღების, შეხვედრებისა და ჩემი პირადი საკუთრებების შესახებ. ყველა პირადი დოკუმენტი უკვე ნათარგმნია ქართულად. ველოდები, რომ ვინმე შეისწავლის ჩემს მიერ შეგროვებულ დოკუმენტაციას და ნახავს, რომ არასდროს ჩამიდენია არასწორი ქმედება. საქართველოს ბიზნეს საზოგადოებას მხარდაჭერას ვთხოვ. მსგავს ინციდებტებს უარყოფითი გავლენა აქვს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. თუ მსგავსი რამ შეიძლება შეემთხვას ისეთ ადამიანს, რომელიც საქართველოში ინვესტირებას ახდენს, იგივე პრობლემის წინაშე შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დადგეს," - აცხადებს ქურეში.
აკბარ ქურეშმა არსებული ვითარება უკვე გააცნო ბიზნეს პარტნიორებს. ინდოელ ბიზნესმენს ქვეყანაში შემოსვლაზე ორჯერ უთხრეს უარი, თუმცა, რა გახდა ამის მიზეზი, აკბარ ქურეშისთვის ამ დრომდე არ განუმარტავთ.