18 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
„უმოქმედობა უნდა დასრულდეს!“ - ბერშუეთში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას გააპროტესტებენ

მცოცავ ოკუპაციას და სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზზე რუსი ოკუპანტების მიერ ახალი ბანერის დამონტაჟებას გააპროტესტებენ ხვალ ახალგაზრდები. ისინი სოფელ ბერშუეთთან კარვების გაშლასაც გეგმავენ.

აქციის მონაწილეები დილიდან ახალსოფელთან შეიკრიბებიან და მშვიდობიანი მსვლელობით გადაინაცვლებენ სოფელ ბერშუეთთან.

აქციის მონაწილეები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ და მოუწოდებენ ქართულ და საერთშორისო საზოგადოებას, წინ აღუდგნენ რუსეთის უკანონო და აგრესიულ ქმედებებს.

„ზოლის გარშემო შევკრავთ ცოცხალ ჯაჭვს, გამოვთქვამთ პროტესტს, რომ რუსეთი წლების მანძილზე და დღესაც ახორციელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და ეს იქნება სამოქალაქო პროტესტი ჩვეულებრივი რიგით მოქალაქეების მხრიდან გამოთქმული,“ - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა თემო ნაფეტვრიშვილმა.

                                          

დღის ამბები