სტიქიის შედეგებს ებრძვიან წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში. გადაუღებელი წვიმების გამო, მდინარე რიონი ადიდდა და წყალმა საცხოვრებელი სახლები დატბორა.
ადგილობრივების თქმით, გვიან ღამით მოვარდნილმა წყალმა სკოლის შენობაც დატბორა და ჟონეთიდან ნამოხვანისკენ მიმავალი გზაც გადაკეტა.