მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, დაბინძურებული მტკვარი დღეს მოინახულა.
პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა განაცხადა, რომ მტკვრის დაბინძურების გამო, მას უამრავი მოხალისე მიმართავს და საკუთარი ძალებით, მტკვრის დასუფთავების სურვილს გამოთქვამს.
მერობის კანდიდატი დედაქალაქის მთავრობას მოუწოდებს, გადასცენ საჭირო ტექნიკა და დაბინძურებულ მდინარეს ის, მოხალისეებთან ერთად, დაასუფთავებს.