18 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
პოლიციის მიერ შეცდომით დაკავებული პირის საქმე - მთავარმა მოწმემ ჩვენება რადიკალურად შეცვალა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ სამართალდამცველების მიერ 2017 წლის თებერვალში შეცდომით დაკავებული ირაკლი ხოფერიას საქმის ერთ-ერთი მოწმის, გიგი ქათამაძის ჩვენების შეცვლის ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. „საია“-ს თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი დაზარალებულის ადვოკატთან ერთად ცდილობს დაადგინოს, ხომ არ ყოფილა გიგი ქათამაძეზე ზეწოლა.

„ერთის მხრივ, გამოძიება ჭიანურდება და მეორეს მხრივ, გაჭიანურებული საქმის პირობებში, მთავარი მოწმეც ცვლის არსებითად ჩვენებას, რაც აჩენს, რა თქმა უნდა, სერიოზულ კითხვებს - ხომ არ განხორციელებულა მოწმეზე უკანონო ზემოქმედება სწორედ იმ მიზნით, რომ მას შეეცვალა ჩვენება. ეს არის საგამოძიებო ორგანოს ვალდებულება, რომ შეაფასოს, რატომ, რა გარემოებების პირობებში შეცვალა მთავარმა მოწმემ ჩვენება,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ირაკლი ხოფერიას ადვოკატის, რევაზ აჭარაძის ინფორმაციით, ირაკლი ხოფერია 16 თებერვალს პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს და განყოფილებაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. უფლებადამცველები საქმის გამოძიების გაჭიანურებაზეც საუბრობენ.

დღის ამბები