არტ გენი 2017 დაიწყო. მთელი საქართველოს მაშტაბით გამოფენები და კონცერტები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალის მთავარი ლოკაცია კი უცვლელი რჩება - ეთნოგრაფიულ მუზეუმში არტ გენი 2017 სოფი ვილის კონცერტით გაიხსნება. ფესტივალზე ამერიკული ტურნეს შემდეგ ახალი ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.
წლევანდელ ფესტივალს განსაკუთრებული პროგრამით სუხიშვილები დახურავენ. ყველა დროის პოპულარული ცეკვების გარდა წელს სუხიშვილები ექსპერიმენტის ჩატარებასაც გეგმავს.
არტ გენი 2017 კი დღეიდან რეგიონული ტურნეთი გაიხსნა. კონცერტები და გამოფენები მთელი საქართველოს მასშტაბით 25 ივლისამდე გაიმართება.