პეკინის გამზირზე წყლის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია.
კომპანია ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, ახალი ქსელი ექსპლუატაციაში გასაშვებად მზად არის და გადაერთების სამუშაოები დღეს განხორციელდება. პროცესი კვირის ბოლოდან უკვე პეკინის მარჯვენა მხარეს გადაინაცვლებს.
უკვე ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თბილისის მერი.
დავით ნარმანიას განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
„მძიმე და რთული სამუშაოების ძირითადი ნაწილი არის შესრულებული, რაც გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას და ეს სამუშაოები გრძელდება ასევე პარალელურ რეჟიმში. ამ თვეში ძირითადად მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოები მოხდება, რათა შემდეგ უკვე დავიწყოთ სხვა სამუშაოები, რაც გულისხმობს ტროტუარების კეთებას, ასფალტის საფარის მომზადებას. შემდეგ გადაერთვება მოძრაობა მეორე მხარეს,“ -განაცხადა დავით ნარმანიამ.