18 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
ხონში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება

ქალაქ ხონში, უახლოეს მომავალში, იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება. მშენებლობის ადგილი დღეს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოინახულა. მინისტრის თქმით, ადგილზე 8 ადამიანი დასაქმდება და ეს რიგით 22-ე იუსტიციის სახლი იქნება.

„იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს მშენებლობას, შენებას და გაძლიერებას საკუთარი ინფრასტრუქტურის. ჩვენი ყურადღება ამ ეტაპზე, შეჩერებულია ხონზე. ძალიან მალე აქ დაიწყება შენება, შენება იუსტიციის სახლის და გაისიდან უკვე მიიღებენ ისეთივე პირობებში სახელმწიფო სერვისებს, როგორიც ეს არის ბათუმში, ქუთაისში, ახალციხეში, ბორჯომში, ფოთში თუ სხვაგან,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები