შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა პრემიერ კვირიკაშვილთან ერთად სამაშველო ოპერაციებში მონაწილე მაშველები, მესაზღვრეები, პატრულ-ინსპექტორები და 112-ის თანამშრომლები დააჯილდოვა. ღირსების ორდენები გადაეცათ იმ 4 მფრინავს, რომლებმაც სიცოცხლის რისკის ფასად მოქალაქეები ადიდებული მდინარიდან ამოიყვანეს. დაჯილდოების ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო სამაშველო ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტური ვიდეორგოლი.