პოლიტპატიმრებად აღიარებული - ბახვა სტურუას და ბექა პეტრიაშვილის, ასევე ყოფილი სამართალდამცველის ვასილ კვერნაძის საქმეებს სასამართლო ხელახლა განიხილავს. გადაწყვეტილება პროკურატურის შესაბამისმა დეპარტამენტმა მიიღო. პროკურატურაში აცხადებენ, რომ მათ მიმართ გამოტანილი, გამამტყუნებელი განაჩენები უკანონოა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, მსჯავრდებულთა უდანაშაულობაზე მიუთითებს.
„ამ ეტაპზე ჩვენ მიღებული გვაქვს დადგენილებები მათი უფლებების დარღვევის თაობაზე, რაც არის საფუძველი, რომ ჩვენ მივმართოთ სააპელაციო სასამართლოს. ჩვენ დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმისდა მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს თბილისის სააპელაციო სასამართლო, ჩვენ მოვახდენთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას,“ - განაცხადა მთავარი პროკურატურის სამართალწარმოებისას ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კოკა კაციტაძემ.
გამოძიების ინფორმაციით, ისინი მაშინდელი ოპოზიციის წევრები იყვნენ და საპატიმროდან 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.
რაც შეეხება ყოფილ სამართალდამცველს, ვასილ კვერნაძეს, მას გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ჩხრეკის დროს ბრალდებულის სახლიდან თანხის გატაცებას ედავებოდა.
პროკურატურამ გამოძიება სამართალდამცავი ორგანოს მაღალი თანამდებობის წინააღმდეგ დაიწყო.