18 მაისი 2024,   09:30
ვრცლად
სასჯელაღსრულების სამინისტრომ მსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის გადაცემის ფაქტზე ექიმს ბრალი წარუდგინა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის გადაცემის ფაქტი გამოავლინა. 

N18-ე პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმ-თერაპევტ ე.ხ.,-ს. მსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის - ფსიქოტროპული ნივთიერების, დიაზეპამის გადაცემის ფაქტის გამო ბრალი წარედგინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 378"1-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

ხოლო ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენისთვის, შენახვა და მოხმარების ფაქტზე კი, ბრალდება ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ, წარსულში არაერთხელ ნასამართლევ მსჯავრდებულ დ.ს.-ს წარედგინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 378"2-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღნიშნული ნივთიერება სამართალდამცველებმა მსჯავრდებულის საკნის ჩხრეკისას აღმოაჩინეს.

დღის ამბები