18 მაისი 2024,   08:42
ვრცლად
ჩვენ არ ვცნობთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და არც რესპუბლიკებად - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რუსეთის საოკუპაციო ხაზის 700 მეტრით გადმოწევასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა.  გენერალუმა მდივანმა „კურიერის“ შეკითხვას ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ უპასუხა. იენს სტოლტენბერგმა არსებული მდგომარეობა შეაფასა და საკუთარი აზრი დააფიქსირა. მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საქართველოს საკითხი არ განხილულა.

„ჩვენ არ განვიხილეთ ეს საკითხი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ნატო-ს არ აღელვებს საქართველოში არსებული ვითარება. ვისაუბრეთ უკრაინასა და ავღანეთზე და რისკის შემცირებებზე. მაგრამ როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი ვაცხადებ, რომ შეშფოთებული ვართ, რადგან ვხედავთ, რომ რამდენჯერმე გადმოწიეს ეგრედ წოდებული საზღვარი. ჩვენ არ ვცნობთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და არც რესპუბლიკებად. ორივე საქართველოს ნაწილია და შედის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ყველანაირ მცდელობას და განვაგრძობთ საქართველოს დახმარებას განახორციელოს მოდერნიზაცია, გააძლიეროს შესაძლებლობები საკუთარი თავის დასაცავად და ვითარების სტაბილიზაციაშიც, რადგან ქვეყანაში ვხედავთ უცხო ქვეყნის ჯარებს,” - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები