18 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
რუსული ოკუპაცია - ევროპარლამენტარებმა ბათუმში მკაცრი განცხადებები გააკეთეს

რუსული ოკუპაციის შესახებ მკაცრი განცხადებები ევროპარლამენტარებმა ბათუმში პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. ანა გომესი და რებეკა ჰამსი დღეს ღიად საუბრობდნენ, რომ ევროპამ რუსული საფრთხე და მოსკოვის აგრესიული პოლიტიკა უფრო რეალურად უკრაინის ოკუპაციის შემდეგ შეაფასა.

ევროპელ სტუმრებთან რუსული ოკუპაციის შესახებ უმრავლესობის წევრებს პირისპირ არ უსაუბრიათ. ოპოზიცია ხელისუფლებას პასიურობაში ადანაშაულებს მთავრობას სთხოვს, რომ რუსეთის მხილებისთვის ყველა ფორუმი და ბერკეტი გამოიყენოს.

მოსკოვის ბოლო პერიოდის აგრესიას დღეს ნატო-ს გენერალური მდივანიც გამოეხმაურა. ნატო გმობს იმ აგრესიას, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში გრძელდება. 

მცოცავი ოკუპაცია საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბათუმის ყოველწლიურ კონფერენციაზე გააპროტესტა. საერთაშორისო ფორუმი "საქართველოს ევროპული გზა“ არამხოლოდ ევროინტეგრაციას, არამედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის კრიტიკას დაეთმო.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები