18 მაისი 2024,   08:39
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსი" მოსკოვიდან სამი მთავარი მოთხოვნით დაბრუნდა

მოსკოვიდან "პატრიოტთა ალიანსის" წევრები სამი მთავარი მოთხოვნით ჩამოვიდნენ. ადა მარშანიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან ოკუპაციის კანონის გადახედვაზე ბრძოლის დაწყება პირდაპირი აეროპორტშივე დაანონსა.

დეპუტატმა განმარტა, რომ ოკუპაციის კანონის გადახედვა საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოში რუსი დეპუტატები უპრობლემოდ ჩამოვიდნენ და ბარიერები საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებისაც მოეხსნათ.

„პატრიოტთა ალიანსი“ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარკებებს კიდევ ორ საკითხზე აპირებს, რაც საოკუპაციო რეჟიმებთან პირდაპირი დიალოგის დაწყებასა და ნატო-რუსეთი-საქართველოს მოლაპარაკებების ახალი ფორმატის შექმნას გულისხმობს.

„პატრიოტთა ალიანსი" „ქართულ ოცნებას" ჯერ არ შეხვედრია, თუმცა უარს მათ წინადადებებზე ტელეეთერიდან ეუბნება. ერთადერთი რასაც მმართველი პარტია შეიძლება ირმა ინაშვილის გუნდს დაეთანხმოს, ოკუპაციის კანონის გადახედვაა.

სხვა ოპოზიციური პარტიები „პატრიოტთა ალიანსის" ვიზიტს მოსკოვში ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯად აფასებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები