18 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებისთვის დაკავებული პირების, ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის, სასამართლო პროცესი დილიდან დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. დღეს მოწმეებიც დაიკითხებიან, მათ შორის საქმის გამომძიებლები.

შესაძლოა, დაკავებულებმა აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დღესაც დააყენონ.

ბათუმში მასობრივი არეულობის ორგანიზებას მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას ედავებიან, ისინი კი თავს უდანაშაულოდ ცნობენ.

ჩხვირკიამ შესავალ სიტყვაში განაცხადა, რომ ბათუმში გამთენიისას ჩავიდა, როცა აქცია, თითქმის, დასრულებული იყო, მისი ჩასვლის შემდეგ ვანდალური ფაქტი აღარ მომხდარა და ის სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა. ასევე განმარტავს, რომ მერაბ ღოღობერიძეს არ იცნობს და ერთი აქციის ორგანიზატორები ვერ იქნებოდნენ.

ჩხვირკია გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ერთ-ერთ არგუმენტად მოწმეების ჩვენებები მოჰყავს, რომლებიც მისი თქმით, იდენტურია.

მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სახალხო დამცველთან, უჩა ნანუაშვილთან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გენერალური ინსპექციის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვს.

დღის ამბები