მეორე ქვეითი ბრიგადა 25 წლისაა. საზეიმო ღინისძიებებს სენაკში დღეს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ლევან იზორიამ ბრიგადის დაარსების დღე ჯარისკაცებს პირადად მიულოცა.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა სამსახურეობრივი-საშტატო იარაღებით 4 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა. პირველი ხარისხის მედალი უმწიკვლო სამსახურისთვის 5 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა. საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა 10 ჯარისკაცი.
დღესვე სენაკში II ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონის წევრები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გააცილეს, სადაც ქართული ოცეული 6 თვის განმავლობაში დარჩება.
ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში ქართველები ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში იმსახურებენ და დელტას მიერ წარმოებული ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტით აღიჭურვებიან.