ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგაც ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. კიწმარიშვილის ძმა დარწმუნებულია, რომ რუსთავი2-ის დამფუძნებელი მოკლეს. ზურა კიწმარიშვილი ამტკიცებს, რომ მისი ძმა შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია.
მკვლელობის მოტივად კიწმარიშვილები გარდაცვლილის გეგმებს ასახელებენ. იხსენებენ, რომ პოლიტიკური აქტიურობის გარდა, ეროსი კიწმარიშვილი მოლაპარაკებებს მედიაპროექტებთან დაკავშირებითაც აწარმოებდა.
რუსთავი2-ის დამფუძნებელი გარდაცვალებამდე ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ სასამართლო დავა არხის ყოფილ მფლობელებს შორის მის გარეშე ვერ დაიწყებოდა. ამ განცხადებიდან მალევე კიწმარიშვილი საკუთარ ავტოფარეხში ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს.
2-წლიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ პროკურატურამ რუსთავი2-ის დამფუძნებლის გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა, მოტივად კი მისი ფინანსური პრობლემები დაასახელა.
ეროსი კიწმარიშვილის ოჯახისთვის პროკურატურის მიერ დაწყებული და დასრულებული გამოძიების შედეგები არასანდოა.