18 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
"NDI"-ის დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება

"NDI"-ის დელეგაცია პირველ შეხვედრას დღეს სამოქალაქო სექტორთან გამართავს. არასამთავრობოები "დემოკრატიული ინსტიტუტის" წარმომადგენლებთან წინასაარჩევნო ვითარებაზე ისაუბრებენ.

შეხვედრის დროს "NDI"-ის წარმომადგენლებს მესამე სექტორი კონსტიტუციასა და თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზეც მიაწვდის ინფორმაციას.

„უნდა ველოდოთ ალბათ, ძალიან ინტენსიურ წინასაარჩევნო პერიოდს და წინასაარჩევნო კამპანიას. ამ საკითხებზე გვექნება სავარაუდოდ საუბარი. გარდა ამისა, ბუნებრივია ნებისმიერი საარჩევნო თემატიკა და მსჯელობა ვერ ჩაივლის ისეთი მნიშვნელოვანი კონტექსტის გააზრების გარეშე, როგორიც არის სხვადასხვა პროცესები და მათ შორის, საკანონმდებლო რეფორმები, საკონსტიტუციო რეფორმა, თვითმმართველობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ქალაქების სტატუსების გაუქმება,“ - განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

დღის ამბები