თბილისში ახალი ავტოპარკი გაიხსნა. 6 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდა ადმინისტრაციული შენობა, სერვისცენტრები, საწვავ-გასამართი სადგურები. ასევე, დამონტაჟდა სამრეცხაოები. მუნიციპალურ ავტობუსებს უკვე სამი ავტობაზა მოემსახურება.
თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე თბილისის ავტობუსების განახლების პირველი ფაზას მერიის საქმიანობაში მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევს.