18 მაისი 2024,   08:45
ვრცლად
19 წლის ანა ხელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი მის ბიძაშვილს წარუდგინეს

19 წლის ანა ხელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი, მისსავე ბიძაშვილს, 22 წლის რობერტ ახალაის წარუდგინეს. უზნაძის ქუჩაზე მოკლული 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული პირი, ორი დღის წინ ფოთში დააკავეს. ნივთმტკიცები სახით ამოღებულია მკვლელობის იარაღიც.

რობერტ ახალაიას ინტერესების დამცველმა რამდენიმე წუთის წინ დატოვა წინასწარი დაკავების იზოლატორი. ბრალდებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ ამ დროისთვის რობერ ახალია დუმილის უფლებას იყენებს.

ჯერჯერობით, მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით განცხადებები არც ადვოკატის და არც საგამოძიებო უწყებების მხრიდან არ კეთდება.

როგორც ცნობილია, დაახლოებით ერთ საათში, საქალაქო სასამართლოში რობერტ ახალიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობა დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ უზნაძის ქუჩაზე ყელგამოჭრილი გოგონა მეზობლებმა 16 ივლისს იპოვნეს. მეზობლების ინფორმაციით, ანა ხელაძე დეიდის სახლში, ბიძაშვილთან ერთად ცხოვრობდა.

დღის ამბები