18 მაისი 2024,   08:12
ვრცლად
"პროკურატურა ვერ პასუხობს კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს" - ოთარ კახიძე

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ მთავარი პროკურორისგან, რომელმაც საპროკურო საბჭოზე ანგარიში წარადგინა, გახმაურებულ საქმეებზე არსებულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო. მისი თქმით, არა ერთი საქმე არსებობს, მათ შორის „რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის საქმე, რომელზეც ნორმალური გამოძიება არ ჩატარებულა.

ოთარ კახიძე ამბობს, რომ პროკურატურა საზოგადებაში არსებულ კითხვებზე პასუხებს არ სცემს.

„არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც უკავშირდება გამოუძიებელ საქმეებს, უკავშირდება კორუფციას, "რუსთავი 2"-ისა და ნაზღაიძის თემას, რომელიც დღემდე არის ნორმალური გამოძიების გარეშე, უკავშირდება ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას, დაწყებული კორცხელით, გაგრძელებული სხვადასხვა ფაშისტური დანაყოფებით, რომელიც დაუსჯელ ძალადობას მიმართავენ. პროკურატურა ამ შემთხვეაში ვერ პასუხობს კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

დღის ამბები