18 მაისი 2024,   07:57
ვრცლად
თენგიზ ფხალაძე მნიშვნელოვან წილად გასცდა საკუთარ მანდატს - არჩილ თალაკვაძე

"ის მნიშვნელოვან წილად გასცდა საკუთარ მანდატს და გააკეთა ისეთ შეფასებები, რომელიც ვფიქრობ, არ უნდა გაეკეთებინა,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა არჩილ თალაკვაძემ, საქართელოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის მისამართით გააკეთა.

საქმე ეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმა დიპლომატიური კორპუსის წევრებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტი გააკრიტიკა. პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არმონაწილეობასთან დაკავშირებით, სწორედ თენგიზ ფხალაძემ უპასუხა, სადაც მან კობახიძის მხრიდან დიპლომატებისთვის პარტიული დავალებების მიცემას გაუსვა ხაზი.

აქვე, თალაკვაძე აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ამბასადორიალზე საქმიანი გამოსვლა ჰქონდა.

„ირაკლი კობახიძეს ჰქონდა ძალიან მშვიდი, საქმიანი გამოსვლა ამ ამბასადორიალზე, რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მოხელის განცხადებას, მე ვფიქრობ, რომ ის მნიშვნელოვან წილად გასცდა საკუთარ მანდატს და გააკეთა ისეთ შეფასებები, რომელიც ვფიქრობ, არ უნდა გაეკეთებინა, როდესაც საჯარო მოხელე აძლევს თავს უფლებას, რომ პარლამენტის თავჯდომარე ამ ფორმით გააკრიტიკოს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური ვიზიტები მიმდინარეობს, მაღალი დონის დელეგაციები არიან ჩამოსული და მედიას თვალს ადევნებს ძალიან ბევრი ადამიანი და ვფიქრობ, რომ დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის არსებობს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები