18 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან - საპარლამენტო უმრავლესობას შეხვედრა ხმაურის ფონზე უწევს

საპარლამენტო უმრავლესობას შეხვედრა დღესაც აქციის და ხმაურის ფონზე უწევს. "ქართული ოცნების" ოფისის გარეთ ისევ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები არიან შეკრებილი. ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

პარტიის ოფისში მმართველი გუნდის წევრებმა ოპოზიციასთან შეხვედრის დრო და ფორმატი უნდა შეათანხმონ.

„მე არ ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი რაიმეს დათმობას მოემსახურება, ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი უფრო მოემსახურება მაქსიმალურად შეთანხმებას იმ საკითხებზე, რომელიც დღეს დღის წესრიგში დგას. ჩვენ ამ დიალოგს გამოვიყენებთ ასევე იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენი არგუმენტები კიდევ ერთხელ დავაყენოთ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  

დღის ამბები