18 მაისი 2024,   11:07
ვრცლად
"ფოთში ზღვაზე ვიყავი და პოლიცია მოვიდა"- 19 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული

19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულის, რობერტ ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარების საკითხზე საქალაქო სასამართლოში მსჯელობენ. ბრალდებული სასამართლო სხდომაზე სიტყვით წარდგა. მისი თქმით, ის ფოთში ზღვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან პოლიცია მივიდა და უთხრეს, რომ განყოფილებაში იყო დაბარებული. რობერტ ახალაიას განცხადებით, პოლიციას ის თავისი ნებით გაჰყვა.

„თავიდან არ მინდოდა პოლიციაში მისვლა, მაგრამ მერე ფოთში რომ ჩავედი და ღამე გავათენე, ზღვაზე უკვე პოლიცია რომ მოვიდა, გავყევი და გზაში მივხვდი, რომ ასე ჯობდა,“- განაცხადა რობერტ ახალაიამ.

პროკურორის განცხადებით, 19 წლის ანა ხელაძეს ბრალდებულმა ყელისა და კისრის არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა, ზურგჩანთაში მოათავსა და მიიმალა. ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით, მას 8 ჭრილობა აქვს მიყენებული. ბრალდების მხარის თქმით, ანა ხელაძე საძინებელში ესვენა. პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებია დანა, ტანსაცმელი, ბრალდებულის ჩხრეკისა და დაკავების ოქმი. მისი თქმით, ახალაია მის მიერ მიცემული ჩვენებით, დანაშაულს ფაქტობრივად, აღიარებს.

ახალაიას ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებისას პროცედურები დაირღვა. პროკურორის განცხადებაზე, რომ ბრალდებული რობერტ ახალაია მიიმალა, ადვოკატი ამბობს, რომ ეს ტყუილია და მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად ჩაბარდა პოლიციას.

ადვოკატი ბრალდებულის სისხლიან ტანსაცმელზე კი აცხადებს, რომ მას ხელი ჰქონდა გაჭრილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები