18 მაისი 2024,   08:42
ვრცლად
19 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რობერტ ახალაია მოკლული ანა ხელაძის ბიძაშვილია. 22 წლის ახალგაზრდა ორი დღის წინ ფოთში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მკვლელობის იარაღი.

ბრალდებულმა, რობერტ ახალაიამ დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თავდაპირველად არ ჰქონდა განზრახული პოლიციაში გამოცხადება და ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დანაშულის გააზრების შემდეგ მიიღო.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა. ბრალდების მხარე მოკლულის ბიძაშვილისთვის პატიმრობას მოითხოვდა.

რობერტ ახალაიას დაცვის მხარე გეგმავს, რომ სასამართლოს მიერ ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. 

ანა ხელაძის მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზის წინასწარი დასკვნის მიხედვით, რომელიც პროკურატურამ პროცესზე წარადგინა, 19 წლის გოგოს ცივი იარაღით მიყენებული აქვს 8 ჭრილობა, მათ შორის სასიკვდილო ყელის არეში.

უზნაძის ქუჩაზე ყელგამოჭრილი გოგონა მეზობლებმა 16 ივლისს იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, ანა ხელაძე დეიდის სახლში, ბიძაშვილთან ერთად ცხოვრობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები