18 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
მღებრიშვილმა აფგან მუხთარლის საქმეზე მომუშავე ორი მაღალჩინოსანი გაათავისუფლა - დღეიდან ძიებას პროკურატურა განაგრძობს

სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით ნიკოლაიშვილი და უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი ოთარ კუპრაშვილი - ძალოვანი უწყებების ორ მაღალჩინოსანს, გიორგი მღებრიშვილმა უფლებამოსილება საგანგებო ბრიფინგზე შეუჩერა. მინისტრმა ჟურნალისტებს მუხთარლის საქმის გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა და განაცხადა, რომ ასობით მოწმის დაკითხვის, ათობით სათვალთვალო ჩანაწერის გაშიფვრის და საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩენის გარემოებების დადგენა მაინც ვერ მოახერხეს.

აფგან მუხთარლის მეუღლე ამბობს, რომ ორი მაღალჩინოსნის გათავისუფლებას, გამოძიების მსვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, პოლიციამ გატაცების საქმიდან თითქმის ყველა ფაქტი წაშალა და ეს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ, აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებას გიორგი მღებრიშვილის უწყება აღარ განაგრძობს. საქმე დღეიდან მთავარ პროკურატურას გადაეცა.

დღის ამბები