18 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
სპეციალისტების დასკვნა - 2040 წლისთვის თბილისში ახალი სასაფლაოების მოსაწყობად თავისუფალი ტერიტორია აღარ იქნება

2040 წლისთვის თბილისში ახალი სასაფლაოების მოსაწყობად თავისუფალი ტერიტორია აღარ იქნება. ამ დასკვნას სპეციალისტები დედაქალაქის ახალ, გენერალურ გეგმაზე დაყრდნობით აკეთებენ. სასაფლაოების რესურსი ყოველწიურად იწურება. ბოლო მონაცემებით, თბილისის ტერიტორიის 2 პროცენტი დღეს საფლავებს უკავია, თუმცა სპეციალისტების გათვლებით, ადგილების რაოდენობა იმდენად შეზღუდულია, რომ 2040 წლისთვის მიცვალებულის დასაკრძალავი ადგილის მოძებნა შეუძლებელი იქნება.

ამ საშიშროების მიუხედავად, თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გეგმის ახალ დოკუმენტში სასაფლაოების მასშტაბი არ გაზარდა. 

დასამარხი ადგილების ამოწურვის საშიშროებამდე ჯერ კიდევ 20 წელია, თუმცა გამოსავალს უკვე ეძებენ სპეციალისტები. თბილისში არსებული სასაფლაოების ნაწილში, ძველი მიტოვებული საფლავების რაოდენობა დიდია, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ქალაქში ე.წ. მეორადი საფლავებიც გაჩნდეს. ამ ეტაპზე ამას კანონი კრძალავს, თუმცა როდესაც მიცვალებულის დაკრძალვის პრობლემა გაჩნდება, ცვლილებას წინ ვერაფერი დაუდგება. 

მიცვალებულის ზემოდან ახალი გარდაცვლილის დაკრძალვას არ ეწინააღმდეგება საპატრიარქო.

ამ დროისთვის თბილისში 31 მუნიციპალური და 25 კერძო სასაფლაოა. 

დღის ამბები