18 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი თბილისში საბაგიროების ამუშავების ინიციატივით გამოდის

„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია თბილისელებს საბაგიროების ამუშავებას მერად არჩევის შემთხვევაში ჰპირდება. დღეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა თბილისში საბაგირო გზების განვითარების გეგმა წარადგინა.

ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ საბაგიროების განვითარება დედაქალაქში არსებულ სატრანსპორტო და ეკოლოგიურ პრობლემებს მოაგვარებს.

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი თბილისში ათამდე საბაგირო გზის მოწყობის აუცილებლობაზე საუბრობს.

,,სითი ინსტიტუტი საქართველოშიც,” რომელმაც თბილისის განვითარების გეგმა შეიმუშავა, მერიას სთავაზობენ მარშუტებს, თუ სად შეიძლება, დაიგეგმოს საბაგირო ხაზების მოწყობა. თუმცა, დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია ამბობს, რომ პროექტი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

დედაქალაქის მცხოვრებლები მომავალში საბაგირო გზების სატრანსპორტო საშუალებად გამოყენებას დადებითად აფასებენ და მის უპირატესობებზე საუბრობენ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ საცობებთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა სწორედ საბაგირო გზებია.

ავტორი: თამთა ჯიქია.

 

დღის ამბები