საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმოდ გადასცეს. დიპლომები სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრებმა, მაგისტრებმა და დოქტორებმა მიიღეს.
საზეიმო ცერემონიაში ცნობილი მომღერლები, რუსთავი2-ის სახეები და ანსამბლი სუხიშვილები მონაწილეობდნენ.
მიწვეული იყო ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატიც.
ზალიკო უდუმაშვილმა სტუდენტებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა და კურსადმთავრებულებისთვის დასაქმების პრობლემაზეც ილაპარაკა.