პატიმართა ნაწილი სასჯელს, საკნის ნაცვლად, საკუთარ ბინაში მოიხდის. გაქცევისგან პრევენციის მიზნით, მათ სპეციალურ სამაჯურს უმაგრებენ და ადგილსამყოფელს მართვის ცენტრიდან აკონტროლებენ.
შინაპატიმრობა მისჯილი მსჯავრდებული, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დროის გარკვეულ მონაკვეთში კანონით განსაზღვრულ ზონას ვერ დატოვებს. სამაჯური კი სასჯელის მოხდამდე მუდმივად უნდა ეკეთოს.
სასჯელის ახალი ფორმა შინაპატიმრობა ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შევა. სამაჯურით პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებულის გადაადგილებას აკვირდება. სამაჯურის დაზიანების, ან დაზიანების გარეშე მოხსნის შემთხვევები, ხმოვანი შეტყობინებით იგზავნება.
შინაპატიმრობა პირველი ნასამართლეობის მქონე პირებს ექვსი თვიდან 2 წლამდე, დაენიშნებათ. სასჯელის ახალი ფორმა შეეფარდებათ ისეთ ბრალდებულებსაც, რომლებსაც მსუბუქ ან ნაკლებად მძიმე დანაშაულში ედებათ ბრალი.
შინაპატიმრობას საქართვლოში უკვე ორი წელია, არასრულწლოვან მსჯავრდებულებს უფარდებენ. სამომავლოდ უწყება გეგმავს, რომ შინაპატიმრობა და ელექტრო სამაჯურით ბრალდებულის კონტროლი აღმკვეთი ღონისძიების ჩამონათვალს დაემატოს.