ქუთაისში 2016 წლის 5 ნოემბერს 44 წლის კახაბერ დოღონაძის მკვლელობაში ბრალდებულ 27 წლის გიორგი გურულს 12 ნაფიცი მსაჯული ვერდიქტს მომავალ კვირას გამოუტანს.
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ანგარებით ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმისა და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება, თუმცა გიორგი გურულის დედა, მადონა გურული და ადვოკატი, დალი სულაქველიძე, პროკურატურის ხელთ არსებული მტკიცებულებების არასანდოობაზე საუბრობენ. მათი თქმით, პროკურატურის 2 მოწმის ჩვენება არასწორია. მოწმეების ჩვენებების მიხედვით, გიორგი გურულმა ერთ-ერთ მათგანს დანაშაულის ადგილიდან მანქანით წაყვანა სთხოვა, ხოლო მეორეს იარაღის დამალვა.
დალი სალუქვაძის განცხადებით, მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ვიდეომასალების მიხედვით, თავდამსხმელის მხოლოდ აღნაგობა ჩანს, რომელიც არ ემთხვევა გიორგი გურულის აღნაგობას და მისივე თქმით, როდესაც ერთ-ერთი მოწმე ბრალდებულის ადგილიდან მანქანით გადაყვანის თაობაზე საუბრობს, რეალურად, გიორგი გურულის მობილური ტელეფონი სრულიად სხვა ადგილზე იყო.
გარდაცვლილის, კახაბერ დოღონაძის ოჯახის წევრები ვერდიქტს ელოდებიან. მათ დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა სურთ.
ავტორი: გიორგი გვიშიანი.