18 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
11-12 მარტის მოვლენები - დაკავებული პირების პროცესი, მერაბ ღოღობერიძის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო

ბათუმში მასობრივი არეულობის ორგანიზებისთვის დაკავებული პირების პროცესი, მერაბ ღოღობერიძის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. განცხადებაში, რომელიც ღოღობერიძემ სასამართლოს გადმოუგზავნა, მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა. მისი მეორე შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე მოსამართლემ დახურულ სხდომაზე განიხილა და არ დააკმაყოფილა.

პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობს პროკურატურა. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ღოღობერიძე პროცესს არ ესწრება. ირაკლი ჩხვირკვიასა და მერაბ ღოღობერიძეს გამოძიება ბათუმის მოვლენების ორგანიზებას ედავება.

დღის ამბები