18 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
ოთარ კახიძემ სამართალდამცველების კითხვებს უპასუხა

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ ძველი თბილისის პოლიციის სამმართველო უკვე დატოვა. მან სამართალდამცველებს მიაწოდა ინფორმაცია 23 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე გამართულ მანიფესტაციაზე მის მიერ, იარაღით მისვლის თაობაზე.

კახიძე სამართალდამცველების შეკითხვებს დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში პასუხობდა. მათ ძირითადად აინტერესებდათ, რატომ მივიდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი აქციაზე იარაღით. 

ოთარ კახიძემ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ეს იყო გაუაზრებელი ქმედება და იარაღი თან არ უნდა ქონოდა. ასევე ამბობს, რომ იცის იარაღით აქციაზე მისვლა არღვევს შეკრებისა და მანიფესტის შესახებ კანონს.

ამის შემდეგ, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაიგზავნება სასამართლოში და სავარაუდოდ, სასამართლო უახლოეს დღეებში იმსჯელებს, რა სახის სანქცია შეიძლება დაეკისროს დეპუტატს.

ამავე თემაზე
დღის ამბები