თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ხმაურია. შეძახილები და სიტყვიერი დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც შენობიდან პარლამენტის აპარატის ერთ-ერთი თანამშრომელი, ქართული ოცნების დეპუტატის, ეკა ბესელიას, წარმომადგენელი, გარეთ გავიდა, სადაც საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულები აქციას მართავდნენ.
აქციის მონაწილეებს ეკა ბესელიას წარმომადგენელმა განუცხადა, რომ დეპუტატი მათთან შეხვედრას მომავალ კვირას გეგმავს. ამ წინადადებას საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებული მეანაბრეები არ დაეთანხმნენ, ისინი ადგილზე რჩებიან და ეკა ბესელიასთან შეხვედრას დღესვე მოითხოვენ.