18 მაისი 2024,   09:33
ვრცლად
პოლონეთის პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმის შესახებ პარლამენტში მიღებული სამი კანონიდან ხელი ერთს მოაწერა

პოლონეთის პრეზიდენტმა კანონს, რომელიც იუსტიციის მინისტრს მოსამართლეების დანიშვნა-გათავისუფლების უფლებას ანიჭებს, ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანჯეი დუდამ სასამართლო რეფორმის შესახებ პარლამენტში მიღებული სამი კანონიდან მხოლოდ ერთს მოაწერა ხელი.

პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ დანარჩენ ორ კანონპროექტს, რომლებიც მთავრობას უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დანიშვნის უფლებას აძლევს, ვეტოს დაადებს.

ანჯეი დუდა ნაწილობრივ დაეთანხმა კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც უკვე მეორე კვირაა, საპროტესტო აქციებს მართავენ.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარტია კანონი და სამართლიანობის მიერ შეთავაზებული ცვლილებები არაკონსტიტუციურია და უახლოეს ორ თვეში მთავრობას ცვლილებების ახალ პაკეტს წარუდგენს.

დღის ამბები