ბოლო სამუშაო დღე გენერალური აუდიტორის რანგში - ლაშა თორდია კარიერის პოლიტიკაში გაგრძელებას გამორიცხავს და არც გეგმებზე საუბრობს.
კურიერის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ლაშა თორდიამ საქართველო დატოვოს.
ყოფილ მთავარ აუდიტორს ყველაზე მეტად მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სკანდალებზე პასუხგაუცემელი კითხვები აწუხებს.
ლაშა თორდია გენერალური აუდიტორის პოსტს ისე ტოვებს, რომ კლუბ ელ ცენტროში მასზე განხორციელებული თავდასხმა გამოუძიებელია. სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელი დღესაც ამტკიცებს, რომ შარდენზე მას თავს ყოფილ მთავარი პროკურორი დაესხა.
ქვეყნის მთავარი აუდიტორის პოსტზე ხუთი წელი იმუშავა. კურიერის კამერის წინ იმ საქმეებს იხსენებს, რამაც სახელმწიფო უწყებებში კორუფციის ყველაზე მაღალი რისკები და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვა გამოავლინა.
კურიერის ინფორმაციით, პოსტზე ქართული ოცნება თბილისის მერის, დავით ნარმანიას და პარლამენტის წევრის, ვანო ზარდიაშვილის, კანდიდატურებს განიხილავს.
ხვალიდან თორდიას სავარძელი უკვე ვაკანტურია. ახალი კანდიდატის შერჩევამდე მას დროებით მოადგილე ნინო ლომჯარია შეცვლის.