18 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
წაღვერში ცეცხლი 6 ათას კვადრატულ მეტრს უკიდია - ძლიერი ხანძრის ჩაქრობას მაშველები ცდილობენ

წაღვერის ტყეში გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩაქრობას მაშველები ცდილობენ. დასახმარებლად თბილისიდან ავიაცია გამოიძახეს. სამაშველო ვერტმფრენებს ადგილზე ცოტა ხანში ელოდებიან. სპეციალისტების განცხადებით, ტყის მასივი ძნელად მისადგომია.

როგორც "რუსთავი 2"-ის ვებ გვერდის რედაქტორი იტყობინება, წაღვერში მისული პირველი სახანძრო მანქანა გაფუჭდა, რის შემდეგაც მეორე გამოიძახეს და დაახლოებით, საათნახევრის შემდეგ მივიდა შემთხვევის ადგილთან.

ამ დროისთვის ხანძარი 6 ათას კვადრატულ მეტრზეა მოდებული. იწვის ტყის მასივი წაღვერიდან 2 კილომეტრში, ე.წ. არჯევანიძეების ტყე. ახლომდებარე რაიონებიდან მიმდინარეობს სამაშველო ტექნიკის მობილიზება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქმის კურსშია.

უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მოსახლეობის ევაკუაცია არ დაწყებულა, რადგან ცეცხლის კერა, სავარაუდოდ, დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა.

 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.  

ამავე თემაზე
დღის ამბები