საქართველოს პროკურატურაშიკიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის უკრაინული მხარისთვის გადაცემის მოთხოვნა არ შემოსულა - ამის შესახებ მთავარ საგამოძიებო უწყებაში "კურიერს" განუცხადეს და განმარტეს, რომ მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, ვერ მოხდება ჩერნოვეცკის გადაცემა, რადგან იგი არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა დაუშვებელია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის სასამართლომ კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა.