18 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
წყლის გამსკდარი მილი - ცაგარელის ქუჩის მოსახლეობა კორპუსის მშენებლოს აპროტესტებს

ცაგარელის #5-ში მცხოვრები მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების განცხადებით, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა უკანონოდ გაიცა. მათი თქმით, მიმდებარედ ბევრი ავარიული სახლია, რომელსაც კორპუსის მშენებლობა საფრთხეს უქმნის.

დღეს ადგილზე წყლის ცენტრალური მილი გასკდა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. მათ საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და სთხოვდნენ ტერიტორიის გადაკეტვას, რათა მძიმე ტექნიკა ვერ შესულიყო და სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულიყო.

ადგილზე თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილიც მივიდა და მოსახლეობის მოთხვნებს შეუერთდა. მისი განცხადებით, უკანონო მშენებლობები უნდა შეჩერდეს. 

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის თქმით, კი მათ მშენებლობის ნებართვა წესების სრული დაცვით აქვთ მიღებული

ცაგარელის #5-ის მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას 5 წელია აპროტესტებს. 

დღის ამბები