„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატთან, დავით ჯინჯოლავასთან ერთად, ყაზბეგის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ, რომელმაც მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი საგრძნობლად დააზიანა.
მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა გამგეობას და მერიას, თუმცა მერიაში ამბობენ, რომ კორპუსი კანონის სრული დაცვით შენდება. ელენე ხოშტარიას განცხადებით ის შუამდგომლობას გაუწევს მოსახლეობას გამგეობასთან, რათა საცხოვრებელის გამაგრება მოხდეს.