18 მაისი 2024,   09:15
ვრცლად
პოროშენკო საქართველოში ვიზიტის დროს მიხეილ სააკაშვილის საკითხს "ქართულ ოცნებასთან" განიხილავდა - ლევან ბეჟაშვილი

„არსებობდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინაში იხილავდა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს,“ - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა „კურიერთან“ საუბრისას გააკეთა.

მისი განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და მისი, როგორც ოპონენტის ჩამოშორების საკითხი საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ვიზიტის დროს, „ქართულ ოცნებასთან“ აქტიურად განიხილებოდა.

„ეს საკითხი განიხილებოდა, როგორც მთავარი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა. დადასტურებულია ასევე ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დროს ეს საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო და განიხილებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან და უნდა ითქვა, რომ ზოგადად ეს ბრძოლა არის ოლიგარქების ბრძოლა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც იღვწიან პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისუფლებისათვის, დემოკრატიისათვის და კორუფციის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები