18 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
NDI-ის კვლევები - პრობლემები, საზოგადოების აზრი და სოციალური მდგომარეობა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ NDI-ის კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აზრით, ქვეყნის მთავარი პრობლემები - უმუშევრობა, სიღარიბე და ტერიტორიული მთლიანობაა. ეს საკითხები საქართველოს მოსახლეობის მთავარ პრობლემების ჩამონათვალში რამდენიმე წელია უცვლელად რჩება.

კვლევის შედეგად ახალი პრობლემებიც გამოიკვეთა მოახლოვებული არჩევნების ფონზე მოსახლეობას ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებული თემები აღელვებს. მერიაში და გამგეობებში ნეპოტიზმის, კორუფციისა და არაპროფესიონალიზმის ფაქტების გარდა, გამოკითხული მოქალაქეები თბილისში ეკოლოგიურ პრობლემებს და უკონტროლო მშენებლობებს უჩივიან.

გამოკითხულთა 58 პროცენტი ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში პროფესიონალიზმის ნაკლებობაა. 46
პროცენტის აზრით კი მთავარი პრობლემა ნეპოტიზმია, 35 პროცენტი კი კორუფციაზე საუბრობს.

კვლევამ საქართველოში არსებული ეკონომიკურ და სოციალური პრობლემებიც გამოავლინა. NDI-ის მიერ გამოკითხული ადამიანების 24%-ის ხელფასი 300-დან 500-მდე მერყეობს.

მოქალაქეები მთავრობის მუშაობასაც აფასებენ. გამოკითხულთა 10 პროცენტი ხელისუფლების საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 35 პროცენტს არ მოსწონს. საშუალოდ აფასებს მთავრობის მუშაობას 52%.

NDI-ის მიერ დასმულ კითხვაზე კითხვაზე- საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, იცოდით თუ არა ამ პროცესის შესახებ, 60 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ცვლილებაზე არაფერი იცოდა.

2017 წლის ზაფხულის გამოკითხვაში საგარეო ორიენტირების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება რადიკალურად არ შეცვლილა, 77 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. გამოკითხულთა 66 % ნატო-ში ინტეგრაციის მომხრეა, ევრაზიულ კავშირში შესვლას რეპოდენტთა მხოლოდ 23 % უჭერს მხარს.

დღის ამბები