ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დღეს საზოგადოებრივი კვლევის ამჯერად პოლიტიკურ ნაწილს გაასაჯაროებს. ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის აირჩევდით მერად და რომელ პოლიატიკურ პარტიას მისცემდით ხმას - ეს ძირითადი კითხვები NDI-მ საქართველოს მასშტაბით 2200 ადამიანს დაუსვა.
ასევე, ორგანიზაციამ იკითხა, რომელი პარტია შეძლებს ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების, მათ შორის, ჯანდაცვისა და უმუშევრობის მოგვარებას. როგორც NDI-ს ხელმძვანელი ამბობს, როგორც წინა არჩევნების დროს, ახლაც ყველაზე მეტი ე.წ. გადაუწყევტელი ამომრჩეველია.
"პრეზენტაციის მეორე ნაწილში საუბარი შეეხება იმას, თუ როგორ უყურებს მოსახლეობა საქართველოში დემოკარტიის მდგომარეობას. მოსახლეობას კითხვები დავუსვით იმის შესახებ თუ რომელ პარტიას და კანდიდატს მისცემდნენ ხმას, არჩევნები ხვალ რომ იყოს. ვნახავთ, რომ საქართველოს მოსახლეობა არსებული პოლიტიკური არჩევანით აღტაცებულები არ არის. ვფიქრობ, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის სასარგებლოა იმ საკითხების განხილვა, რომლებიც მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია," - აღნიშნა ლორა ტორნტონმა.